ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის განცხადებით, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, ამასთან, ის ამბობს, რომ კიევი ალიანსის ღირებულებებს შეესაბამება.
"თუ ახლა ჩვენ მოვიწვიეთ ფინეთი და შვედეთი NATO-ში, მაშინ ჩემთვის ფუნდამენტურად ნათელია, რომ უკრაინას ზუსტად იგივე უფლება აქვს! NATO-ს გაფართოებისთვის ჩვენ გვჭირდება მშვიდობა.
NATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი კრიტერიუმია ალიანსის უსაფრთხოების გაძლიერება სახელმწიფოს მიერ, რასაც უკრაინა დღეს უკვე აკეთებს და აკავებს რუსეთის საშინელი ომის მანქანას. კიევი ალიანსის ღირებულებებს შეესაბამება", - თქვა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.
2022 წლის სექტემბერში უკრაინამ NATO-ს სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა.
15 თებერვალს, ალიანსმა გამოაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ამასთან, ალიანსის თქმით, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, რუსეთთან ომის მოგების შემდეგ.