logo
ENG



EU-მ სანქციების ახალი, მე-7 პაკეტით რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

20 ივლ 202222:59
3 წუთის საკითხავი
 
EU-მ სანქციების ახალი, მე-7 პაკეტით რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების მე-7 პაკეტი დაამტკიცა. 

პაკეტი რუსეთიდან ოქროს იმპორტს, ახალი ექსპორტის კონტროლს და რუსული სბერბანკის აქტივების გაყინვას მოიცავს. 

ასევე, სანქციები დაუწესდა კიდევ 50-ზე მეტ რუს ინდივიდს, პოლიტიკოსების, სამხედრო ლიდერების, ოლიგარქების და პროპაგანდისტების ჩათვლით. 

დღეს ოქროზე დაწესებული სანქცია გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში დაფუძნებულ კომპანიას ეკრძალება რუსეთიდან ოქროს იმპორტი, საიუველირო ნაკეთობების ჩათვლით.


close დახურვა