logo
ENG



EU-ის ლიდერები უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

23 თებ 202423:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/y5xf1atz4dfcfz3.png

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინას ჰპირდებიან, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ევროკავშირი გააგრძელებს ძლიერ და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რათა დაიცვას თავი და ხალხი, საკუთარი ქალაქები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი.

ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები ევროკავშირის დონეზე ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების გასაზრდელად და გავაგრძელებთ შესაძლებლობების გაზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკრაინასთან, ამავდროულად, განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ევროპული სუვერენიტეტი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. სანქცირებულთა სიაში 106 ფიზიკური პირი და 88 კომპანია მოხვდა, მათ შორის, სერბეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და და ტაილანდიდან.  

სანქციები ძირითადად სამხედრო და თავდაცვით სექტორებსა და მათთან დაკავშირებული ინდივიდებს შეეხოთ. მათ შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე არიან პასუხისმგებლები. 


close დახურვა