logo
ENG



EU-ის წარმომადგენლობა: ვეთანხმებით ვენეციის კომისიას, უმჯობესია, არ მიიღოთ ეს კანონპროექტი

14 ივნ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 
EU-ის წარმომადგენლობა: ვეთანხმებით ვენეციის კომისიას, უმჯობესია, არ მიიღოთ ეს კანონპროექტი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას.

EU-ის წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში".

"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. აღწერილი რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა