logo
ENG



EU-ის წარმომადგენლობა: საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს

27 ივნ 202411:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/k21wfry7v8xa6xs.jpg

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება". 

"დღეს, ევროკავშირს და საქართველო შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება", - წერია განცხადებაში. 

 


close დახურვა