logo
ENG



EU-მა პუტინსა და ლავროვს სანქციები დაუწესა, მათ ბრიტანეთიც შეუერთდება

25 თებ 202222:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/v2cz9xymbtb8j9q.jpg

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა. 

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ყოველთვის არსებობს ახალი საშუალებები შემდგომი სანქციებისთვის. 

"მაგალითად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვა, თუმცა ნებისმიერ ახალ ზომებს მივიღებთ რუსეთის შემდგომი ქმედებებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბორელმა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ის ახალ სანქციებს დაუწესებს ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს, დამატებით, მას შემდეგ რაც გუშინ ბრიტანეთმა სანქციები გამოაცხადა. ასევე, ჯონსონმა NATO-ს ლიდერებთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ სასწრაფო ზომები მიიღონ SWIFT-თან დაკავშირებით, რომ პუტინს "მაქსიმალური ტკივილი" მიაყენონ.

გარდა ამისა, CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინისთვის სანქციების დაწესებას მალე აპირებს აშშ-ც.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა