logo
ENG



EU-მა უკრაინასა და მოლდოვას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 83 მლნ დოლარი გამოუყო

20 თებ 202418:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/8tybcedawu2ty1t.jpg

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 83 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა 83 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

რუსეთი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ელექტროქსელებზე, რაც სერიოზულად აზიანებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ძირითად სოციალურ სერვისებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 75 მილიონი დოლარი უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება, 8 მილიონი დოლარი კი მოლდოვაში ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა განსაზღვრული.


close დახურვა