logo
ENG



EU-მა უკრაინისთვის დამატებით €500 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

22 ივლ 202220:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/849twy763n6nd3i.jpg

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით €500 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

"ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, ეს ორი დახმარება მიზნად ისახავს ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებას უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და გამძლეობის მიმართ, რათა დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთისგან მომდინარე სამხედრო აგრესიისგან", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ევროპული საბჭოს ცნობით, აღნიშნული დახმარების პაკეტის ჩათვლით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების ჯამური რაოდენობა €2,5 მილიარდს მიაღწევს.

"ევროკავშირი ფოკუსირებულია და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება და ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე, რაც ჯამში €2,5 მილიარდის სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 


close დახურვა