logo
ENG



EU-მა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

22 აგვ 202315:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/p3ell1xsn9nswxp.jpg

ევროკავშირმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის მცდელობებში, აღადგინოს ქვეყანა და უზრუნველყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება. დღეს ჩვენ უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევრო გამოვყავით", - ამბობს ლაიენი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალშიც გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

ლაიენის თქმით, 2022 წლის მაისიდან ევროკავშირს უკრაინისთვის საერთო ჯამში, 19,2 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.


close დახურვა