logo
ENG



EU-სა და უკრაინას შორის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმს მოეწერა ხელი

19 ივლ 202222:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/ejdmu39xl51g1zt.jpg

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი Twitter-ზე ავრცელებს.

"ევროკავშირის სახელით, გადაუდებელი დაფინანსების სახით, უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნული თანხა ივლისის ბოლოს გადაირიცხება უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის ეკონომიკა ომშია, ევროკავშირი აქ არის, დასახმარებლად", - წერს დომბროვსკი. 


close დახურვა