logo
ENG



EU: თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია

03 მაი 202311:47
3 წუთის საკითხავი
 
EU: თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრესის თავისუფლების დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია.

"პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედია საშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ - ისინი ხელს უწყობენ ფაქტების გადამოწმებასა და გავრცელებას, ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებელია იდეების განხილვა და იმ ადამიანების გაგონება, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმის.

მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან:

  • თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია;
  • სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის ყველა უფლებების უზრუნველყოფისა და სრულყოფილი დემოკრატიის არსებობის პირობას წარმოადგენს;
  • პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ;
  • სამართლებრივი დაშინება და მედიის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;
  • გამოხატვის თავისუფლების უფლება განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში.
  • გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში"- ნათქვამია განცხადებაში.

close დახურვა