logo
ENG



EU 5 ივლისზე: მთავრობამ შეკრების უფლება, მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს

13 აგვ 202220:29
3 წუთის საკითხავი
 
EU 5 ივლისზე: მთავრობამ შეკრების უფლება, მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს
ფოტო: ფორმულა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ანგარიშში ყურადღება გასული წლის 5 ივლისის მოვლენებზეც არის გამახვილებული. ევროკავშირში ამბობენ, რომ მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. 

"2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს", - წერია ანგარიშში. 

მათივე თქმით, თანასწორი უფლებები და მოპყრობა, განსაკუთრებით ლგბტიქ თემის მიმართ, 2021 წელს ზეწოლას ექვემდებარებოდა, რაც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობამ აჩვენა.

 


close დახურვა