logo
ENG



EU რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მოგებას უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენებს

30 იან 202409:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/7gbih5r7jrcr3wx.jpg

ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

"ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ წინადადებაზე, გამოიყენონ რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი მოგება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად", - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ცალკე ანგარიშის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელზეც თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან გადაირიცხება.

უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თვის დასაწყისში მიაღწიეს, თუმცა ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სამართლებრივი სირთულეების გამო აქტივების კონფისკაციას ეწინააღმდეგება. მიღწეული კომპრომისული შეთანხმების მიხედვით, შემოსავალი, რომელსაც ეს გაყინული აქტივები გამოიმუშავებს, იბეგრება და თანხები უკრაინაში გადაირიცხება.


close დახურვა