logo
ENG



EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

16 ნოე 202313:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/na2wtuzbcpymmn7.jpg

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა. ახალი პაკეტი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა წარუდგინა.

მე-12 პაკეტის ფარგლებში სანქციები უნდა დაუწესდეს 120-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც "უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ლახავენ".

გარდა ამისა, ბორელი სთავაზობს წევრ ქვეყნებს მიიღონ ახალი აკრძალვა იმპორტსა და ექსპორტზე, გაამკაცრონ ფასები ნავთობზე.

სანქციების სიაში უნდა მოხვდნენ სამხედროები, თავდაცვის და IT-სექტორის წარმომადგენლები. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები ჩაატარეს, ასევე მათზე ვინც ავრცელებს დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ომის შესახებ.


close დახურვა