ევროკავშირი რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციები შეეხება:
- რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს ევროკავშირში, რაც წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ეს რუსეთის შემოსავლებს დამატებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს.
- რუსეთის 4 უმსხვილეს ბანკს აეკრძალა ყველანაირი ტრანზაქციის განხორციელება ევროკავშირში.
- რუსული და რუსეთის მიერ მართულ გემებს აეკრძალებათ შესვლა ევროკავშირის პორტებში. აიკრძალება რუსეთისა და ბელარუსის სატრანსპორტო ოპერატორების მუშაობა.
- ასევე, სანქციები შეეხება მანქანებს და სატრანსპორტო აღჭურვილობას, რისი ღირებულებაც 10 მილიარდი ევროა.
ეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-5 ეტაპია.