logo
ENG



EU საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმებს გმობს

12 ივნ 202418:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/iqz8invkziz0rr5.jpg

ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას, მუქარასა და დაშინებას ეხმაურება.

EU მწუხარებას გამოთქვამს მსგავსი შემთხვევების ზრდის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების შემთხვევები.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება მეტად გაამწვავოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს EU-სა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ არაზუსტი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ გაცხადებულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. აღნიშნავენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.

"ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში  დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს.

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა