logo
ENG



EU სინანულს გამოთქვამს, რომ ორგანიზატორებს გორში დაგეგმილი ფესტივალის გადადება მოუწიათ

24 სექ 202614:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/24/v29xcm5ir4axq6j.png

ევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ შესახებ განცხადებას ავრცელებს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ის ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრების გამო გადადეს.

სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი “კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრების გამო გადადეს.

30 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს.

ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა, - წერია განცხადებაში.

26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" გადაიდო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა", რომელმაც გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "კამარა ფესტივალი" დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო.


close დახურვა