logo
ENG



EU უკრაინას ხელახალი აღმშენებლობისთვის დამატებით 400 მილიონ ევროს გადასცემს

14 ივლ 202313:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/14/ovq023177ktxevf.jpg
REUTERS/Valentyn Ogirenko/File Photo

ევროკავშირი უკრაინას ხელახალი აღმშენებლობისთვის დამატებით 400 მილიონ ევროს გადასცემს.

ბლოკის 27 წევრიდან 16-მა განაცხადა, რომ წვლილს შეიტანენ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) უკრაინისთვის შექმნილ ფონდში.

ფონდში 100-100 მილიონი ევროს შეტანის პირობა საფრანგეთმა და იტალიამ უკვე დადეს. EIB-ის დირექტორის თქმით, ეს ფინანსები ინფრასტრუქტურის შეკეთებას და მცირე ან საშუალო ბიზნესების და საჯარო სიკეთეებს მოხმარდება.

"როგორც ევროკავშირი, ჩვენ უკრაინის გამძლეობას ვაფინანსებთ. ჩვენ ფინანსებს გამოვყოფთ საზოგადოების და ეკონომიკის მდგრადობის შენებისთვის" - განაცხადა EIB-ის ვიცეპრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ.

ევროკავშირმა 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მოცულობის ბიუჯეტი გამოყო და 2024-27 წლებში ქვეყნის ხელახალი აღმშენებლობისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დადო.

მსოფლიო ბანკის გამოთვლების მიხედვით, ომის პირველი წლის შემდეგ უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ერთი ათწლეულის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება.

 

close დახურვა