kvleva 3
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი მომდევნო წლებზე ფიქრისას შფოთვას განიცდის.
კითხვაზე, მომდევნო რამდენიმე წელზე ფიქრისას, რა განწყობა აღწერს საუკეთესოდ იმას, თუ რას გრძნობენ მათი და მათ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე, 40% ამბობს, რომ შფოთვას, 25% - გულგრილობას, ხოლო 35% ოპტიმიზმს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.