logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის უმრავლესობას პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

28 სექ 202317:06
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას, 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.

კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 67%
  • ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში - 33%

აღსანიშნავია, რომ ივნისში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 63%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 37%-ს კი უმრავლესობაში ქართული ოცნების დარჩენა ერჩივნა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


close დახურვა