logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

10 ნოე 202314:01
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, 44% კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

 


close დახურვა