logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

28 ივლ 202422:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/ins70rtd919pu1h.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.

ბოლო სამი კვლევის მიხედვით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი, 72% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 71% 18-24-ში ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.


close დახურვა