logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 68%-ის თქმით, ნამდვილად მივა თვითმმართველობის არჩევნებზე

24 ივნ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock 1402
ფოტო: ფორმულა

Edison Research-ის კვლევის შედეგად, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად მივა ხმის მისაცემად. მოსახლეობის 20% ამბობს, რომ "ალბათ წავა" არჩევნებზე, 6% კი ფიქრობს, რომ "ალბათ არ წავა" არჩევნებზე. ასევე, 6%-ის თქმით, "ნამდვილად არ წავა" არჩევნებზე. 

ასევე, კვლევისას გამოკითხული მოსახლეობის 34% "მეტნაკლებად ეთანხმება" იმას, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

ამასთან, მოსახლეობის 24% "მეტნაკლებად არ ეთანხმება"  18% კი "სრულიად არ ეთანხმება" დებულებას, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ამ დებულებას სრულად მოსახლეობის 20% ეთანხმება, მეტნაკლებად - 34%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 


close დახურვა