logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 70%-ს ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია

12 ოქტ 202021:10
3 წუთის საკითხავი
 
Edison Research: მოსახლეობის 70%-ს ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია
kvleva 28

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობას - 70%-ს - ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია. 

კითხვაზე, საქართველოს მომავალზე დაფიქრებისას, კოალიციური მთავრობა ურჩევნიათ თუ ერთპარტიული, მხოლოდ 30% პასუხობს, რომ - ერთპარტიული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


close დახურვა