logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 80% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად აპირებს"

10 ნოე 202312:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/je0ug96a7q8o9a0.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად აპირებს".

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას - 80%
  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%
  • ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას - 3%
  • ნამდვილად არ მივიღებ მონაწილეობას - 4%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

 


close დახურვა