logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 81% ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიის შემოღებას მიესალმება

28 სექ 202317:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/iklkjjmzv0cjyqd.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 69%-ს სმენია იმის შესახებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში მყოფ ამომრჩეველს ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება. 31%-ს ამის შესახებ არ გაუგია.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 81% ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიების შემოღებას საქართველოში მიესალმება, ხოლო 19% არ მიესალმება.

გარდა ამისა, 88% ემხრობა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას შექმნას, რის შედეგადაც ქართველი ემიგრანტები შეძლებენ ხმა მისცენ ელექტრონულად, 12% კი ეწინააღმდეგება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


close დახურვა