logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას

10 ნოე 202312:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/l07285fn081m3h1.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 14% კი წინააღმდეგია.

ამავე კვლევის ფარგლებში, კითხვაზე: რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დაუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის გამო - 47%
  • ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო - 30%
  • დემოკრატიის განვითარების გამო - 14%
  • საქართველოს ევროპული იდენტობის გამყარების გამო - 9%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

 


close დახურვა