logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას

20 ივნ 202314:02
3 წუთის საკითხავი
clock 3910

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, წინააღმდეგია 10%. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


close დახურვა