logo
ENG



Edison Research: რა მოსწონთ ყველაზე მეტად პოლიტიკურ პარტიებში

15 სექ 202021:10
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 32

კვლევის ფარგლებში Edison Research-მა გამოიკითხა, რა მოსწონთ ყველაზე მეტად ამა თუ იმ პარტიაში, იმისდა მიუხედავად, თუ ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას.

ქართული ოცნების შემთხვევაში, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი (22%) - ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმა მოსწონს;

ევროპული საქართველოს შემთხვევაში ასეთ მახასიათებლად პროდასავლურ ორიენტაციას ასახელებენ (20%);

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ყველაზე მეტად ძლიერი ლიდერები მოსწონთ (23%).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

 


close დახურვა