kvleva 30
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას, 57%-ს, სურს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტია ან პარტიები იხილოს.
შესაბამისად, 43% ამბობს, რომ სურს, უმრავლესობაში "ქართული ოცნება" დარჩეს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.