Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% თვლის, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
კითხვაზე, "როგორია თქვენი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ 2023 წლის შემოდგომაზე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს", პასუხები ასე ნაწილდება:
- მიიღებს - 50%
- არ მიიღებს - 50%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.