logo
ENG



Edison Research: 57% ამბობს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

29 დეკ 202321:13
3 წუთის საკითხავი
clock 1101
2023/12/29/3kqnpmk8d1m5g1i.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის, ხოლო 43% ამის წინააღმდეგია.

Edison Research-მა გამოიკვლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე კონკრეტული პარტიების მხარდამჭერების განწყობებიც. ექსპრეზიდენტის შეწყალებას ემხრობა:

  • ენმ/სტრატეგია აღმაშენებლის ამომრჩეველთა 93%
  • საქართველოსთვის ამომრჩეველთა 58%
  • ლელოს ამომრჩეველთა 82%
  • გირჩის/დროას ამომრჩეველთა 80%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

 


close დახურვა