logo
ENG



Edison Research: 79% ქოლცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა

20 ივნ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock 1177

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 65%-ს ქოლცენტრების შესახებ სმენია.

35% კი შეკითხვას, სმენიათ თუ არა ქოლცენტრების შესახებ, უარყოფითად პასუხობს.

რაც შეეხება შეკითხვას, ემხრობით თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას ქოლცენტრების საკითხის გამოსაძიებლად, შედეგები ასე ნაწილდება:

  • კი - 79%
  • არა - 21%

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


close დახურვა