logo
ENG



Edison Research: 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

12 ოქტ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 19

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, 39% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრის კვლევით, უფრო ნაკლები - 57% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 

ამასთან, კითხვაზე, მომავალ წლებზე ფიქრისას რა განწყობა აღწერს საუკეთესოდ იმას, თუ რას გრძნობთ თქვენს ცხოვრებასა და თქვენ გარეშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე? - პასუხები ასე ნაწილდება: 

ოპტიმიზმი - 49%; 

შეშფოთება - 33%; 

გულგრილობა - 18%. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


close დახურვა