logo
ENG



Edison Research: 61%-ის აზრით, აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება სამართლიანია

20 ივნ 202317:02
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება სამართლიანია. კვლევის თანახმად, 39%-ს ეს არასამართლიანად მიაჩნია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


close დახურვა