logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 61%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

28 სექ 202317:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/khotoa5dney6349.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


close დახურვა