logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

23 ოქტ 202421:07
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.

ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება:

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი - 73% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 68% 18-24 ასაკობრივ ჯგუფში ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 01.10 - 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

 

 

 


close დახურვა