logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

27 სექ 202113:49
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 1

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

32% მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულება სწორია. 

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. 

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ კვლევის მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 

რაც შეეხება წინა კვლევებს:

  • 2021 წლის 9 სექტემბრის კვლევა: 32% სწორი, 72% არასწორი.
  • 2020 წლის 24 ოქტომბრის კვლევა: 39% სწორი, 61% არასწორი.
  • 2020 წლის 7 ოქტომბრის კვლევა: 40% სწორი, 60% არასწორი.
  • 2020 წლის სექტემბრის კვლევა: 43% სწორი, 57% არასწორი.
  • 2020 წლის ივლისის კვლევა: 42% სწორი, 58% არასწორი.
  • 2020 წლის თებერვლის კვლევა: 27% სწორი, 73% არასწორი.
  • 2019 წლის ოქტომბრის კვლევა: 23% სწორი, 77% არასწორი.

close დახურვა