kvleva 29
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას, 54%-ს პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის/პარტიების ხილვა სურს.
36%-ს კი უნდა, რომ უმრავლესობაში ქართული ოცნება დარჩეს.
10% ამ კითხვას პასუხს არ სცემს ან ამბობს, რომ არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.