logo
ENG



Edison Research - პარტიების პოლიტიკური რეიტინგი

28 სექ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock 2814

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: 

  • ქართული ოცნება - 37%
  • გამარჯვების პლატფორმა - 22%
  • საქართველოსთვის - 10%
  • გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 4%
  • ლელო - 4%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
  • მოქალაქეები - 2%
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%
  • სხვა - <1%

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:

  • ქართული ოცნება - 25%
  • გამარჯვების პლატფორმა - 15% 
  • საქართველოსთვის - 6,8%
  • გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 3%
  • ლეიბორისტული პარტია - 2,9%
  • ლელო - 3,9%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 2,9%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2,6%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 2%
  • ხალხის ძალა - 1,9%
  • მოქალაქეები - 1,2%
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 0,9%
  • პატრიოტთა ალიანსი - 0,8%
  • სხვა - 0,4%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 31,8%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


close დახურვა