logo
ENG



El Pais: ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკებს გაუგზავნის

05 ივნ 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/05/us0wi4hhqmo3gq1.jpg

ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკ Leopard-ებს გადასცემს. ინფორმაციას ესპანური მედია El Pais ესპანეთი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა ესპანეთი უკრაინის ჯარს ტანკების მართვის წვრთნებს ჩაუტარებს. წვრთნები ლატვიაში გაიმართება, სადაც ესპანეთის ჯარმა NATO-ს ოპერაციების ფარგლებში 500 სამხედრო გადასხა. El Pais-ის ინფორმაციით, წვრთნების მეორე ფაზა ესპანეთში გაიმართება.

ამ დრომდე ესპანეთმა უკრაინას ვაზნები, ინდივიდუალური თავდაცვის შეიარაღება და მსუბუქი იარაღი გაუგზავნა.

ესპანური მედია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დახმარების გაზრდის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩეზი უკრაინას ეწვია და 21 აპრილს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

 

close დახურვა