რუსმა დამპყრობლებმა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რაკეტა ატომური რეაქტორებიდან 300 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
გარდა ამისა, დაიხურა ოლექსანდრივკას ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი ერთეული, რომელიც სამხრეთ უკრაინის ელექტროსადგურის ნაწილია. ანალოგიურად, სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.
"ამჟამად სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი ნორმალურად მუშაობს. საბედნიეროდ, სადგურზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია."- აცხადებს Energoatom-ი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. სანამ გვიანი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის."