logo
ENG



Evolution Gaming: სამწუხაროდ 1300 ადამიანს ნაადრევად შევუწყვიტეთ შრომითი ხელშეკრულება

31 მარ 202013:41
3 წუთის საკითხავი
 
x2jfnh3k3hrzxir.jpg

„Evolution Gaming“ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დაახლოებით 1300 ადამიანს, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება, თუმცა მათ 2 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევა შეუნარჩუნდებათ.

კომპანიის განცხადებით, გრძელდება დიალოგი საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ განისაზღვროს რა შეიძლება გაკეთდეს საქმიანობის გასაახლებლად.

„გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე. როგორც ჩვენი წინა საკომუნიკაციო ღონისძიებებიდან ჩანს, ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი“,- წერია განცხადებაში.

 


close დახურვა