logo
ENG



FBI: გოლფის კლუბში მომხდარი ინციდენტის მთავარი სამიზნე დონალდ ტრამპი იყო

16 სექ 202410:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/pzvjuhwbmmxzuut.jpg

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ იძიებს კვირას მომხდარ სროლის ინციდენტს ფლორიდაში, გოლფის კლუბში, სადაც იმ დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, საქმე კვალიფიცირებულია როგორც პოლიტიკოსის მკვლელობის აღკვეთილი მცდელობა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც გოლფის კლუბის მახლობლად იმყოფებოდა, ბუჩქებში დამალული ლულა დაინახა და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ადგილობრივი შერიფის ცნობით, ეჭვმიტანილმა ცეცხსასროლი იარაღი, სამიზნე, ორი ზურგჩანთა და GoPro ადგილზე დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. ის მოგვიანებით პოლიციელებმა მეზობელ ოლქში გააჩერეს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უსფრთხოდაა და ბრძოლას აგრძელებს. 

ამასთან, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტი, ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი მოხარულნი არიან რომ ყოფილი პრეზიდენტი არ დაშავებულა და უსაფრთხოდაა.

14 ივლისს, პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ტრამპს თავს დაესხნენ - მას ცევხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ერთ-ერთი გასროლის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჭრილობა ყურის არეში მიიღო. თავდამსხმელი, თომას მეთიუ კრუქსი, რომლის მოტივიც ამ დრომდე გაურკვეველია, მოკლეს.

 

 


close დახურვა