აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ფაიზერის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დაუშვა. FDA-ში აცხადებენ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პანდემიასთან ბრძოლაში. აქამდე, ამ პრეპარატით 16 წელს ზემოთ პირების აცრა იყო დაშვებული.
ფაიზერი პირველი კოვიდვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ კატეგორიისთვის დაუშვეს.
FDA-ის ეს გადაწყვეტილება ემყარება ფაიზერის კლინიკურ კვლევას, რაშიც 2 260 12-15 წლის მოზარდი მონაწილეობდა. კვლევამ ამ კატეგორიაში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა - არცერთი ვაქცინირებული მოზარდი არ დაინფიცირებულა კორონავირუსით.
FDA საბოლოო მარეგულირებელი არ არის. კვლევის მონაცემებს, ასევე მალე განიხილავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის საკითხებში მრჩეველი კომიტეტი, რის შემდეგაც გადაწყდება, დაიწყება თუ არა მოზარდებში ფაიზერით ვაქცინაცია.