აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ჯონსონ&ჯონსონსის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ჯონსონ&ჯონსონსის ვაქცინა ერთ დოზად მიიღება და შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ახალი ვაქცინა ავტორიზებულია ადამიანებისთვის 18 წელს ზემოთ.
ვაქცინა 44 ათასზე მეტ ადამიანზე გამოიცადა აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. მსოფლიო მასშტაბით მან 66%-იანი ეფექტურობა აჩვენა კორონავირუსის მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, აცრიდან ოთხი კვირის შემდეგ.