logo
ENG



FT: საქართველო ორი განსხვავებული არჩევნის წინაშეა: რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა

12 ოქტ 202417:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/12/mszmvyvxeeqiy84.jpg

Financial Times-ის ჟურნალისტი, ტონი ბარბერი, რომელიც ოქტომბერში თბილისში იმყოფებოდა, საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და წერს, რომ ქვეყანაში, რომლის მმართველი პარტია პრორუსულ და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს ავლენს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ძალიან ცოტა ადამიანი ელის. 

ბარბერის ცნობით, საქართველოში პოლიტიკური განწყობა საშინლად დაძაბული და პოლარიზებულია. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლა ქვეყანა ორი რადიკალურად განსხვავებული არჩევნის წინაშე დგას: რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა.

"ერთი შეხედვით, საქართველოს ორი შესაძლო მომავალი წყდება: მცოცავი ავტორიტარიზმი და რუსეთთან მიახლოება, თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, ან დემოკრატია და პროევროპული გზა, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს", - ვკითხულოთ FT-ის სტატიაში.

Financial Times-ის ჟუნალისტი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დონე იმდენად ექსტრემალურია, რომ ამ საარჩევნო კამპანის ფარგლებში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ტელევიზიაში, რადიოში ან სხვა მედიაში დებატები გაემართათ.

"ოპოზიცია შიშობს, რომ თუ ოცნება ძალაუფლებას შეინარჩუენბს, ერი შეიძლება მთლიანად მოხვდეს რუსეთის გავლენის ქვეშ და დაკარგოს ძვირფასი დემოკრატია და თავისუფლება", - წერს ბარბერი.

Financial Times-ს აღნიშნავს, რომ რუსეთის როლი საქართველოში მიმდინარე არჩევნებში დიდია. ბარბერი ერთ-ერთი დასავლელი დამკვირვებელის სიტყვებს ციტირებს: "რუსებს არასოდეს დაუტოვებიათ საქართველო, თუნდაც გონებრივად".

"საქართველოს ახლა, სავარაუდოდ, ყველაზე პრორუსული მთავრობა ჰყავს 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ. მოსკოვის მთავარი მიზანია უზრუნველყოს ამ პრორუსული ძალების სტაბილურობა".

ბარბერი არჩევნების შემდეგ შესაძლო საპროტესტო აქციებზეც საუბრობს - იმ შემთხვევაში, თუ ოცნება არჩევნებს გაყალბებით მოიგებს, ან დამარცხდება, მაგრამ უარს იტყვის დამარცხების აღიარებაზე, მისი აზრით, ქვეყანაში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყება.

"იდეალურ შემთხვევაში, აშშ-ისა და ევროპის მთავრობები არჩევნების სადავო შედეგისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის შემთხვევაში, შუამავლის როლს შეასრულებენ. მათ ეს უკრაინის 2014 წლის მაიდანის რევოლუციის დროს გააკეთეს", - ვკითხულობთ Financial Times-ის სტატიაში.

 

 


close დახურვა