logo
ENG



Facebook-მა მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში წაშალა

03 მაი 202318:53
3 წუთის საკითხავი
 
James Martin/CNET

Facebook-მა 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში წაშალა.

როგორც შიდა გამოძიებით დადგინდა, მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.

"სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებას, რომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული.

ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში. ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.


close დახურვა