Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.
"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Financial Times-ის წლის ადამიანია. 44 წლის ასაკში ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა თავისი არაჩვეულებრივი ლიდერობისა და სიმტკიცის გამო", - წერს Financial Times.
გამოცემის თანახმად, ზელენსკი ასევე გახდა უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლო რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"მე უფრო პასუხიმგებლიანი ვარ, ვიდრე მამაცი", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
"ამ გზაზე ის [ზელენსკი] გახდა ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტი ავტორიტარიზმთან უფრო ფართო გლობალურ შეჯიბრში, რამაც შესაძლოა, განსაზღვროს 21-ე საუკუნის კურსი", - აღნიშნავს გამოცემა.