logo
ENG



Financial Times - ამერიკული მანქანების საქართველოს გავლით რუსეთში ხვდება

20 ივლ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკული წარმოების მანქანები საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სომხეთიდან რუსეთში ხვდება - სქემის შესახებ წერს გამოცემა Financial Times. სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 2022 წლის იანვარში 800 ათასი დოლარი იყო, 2023 წლის იანვარში კი მოცულობა 180 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ სქემაში კი სტატიის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია და პორტებია გამოყენებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ შტატებში, აუქციონებზე შეძენილ დაზიანებულ მანქანებს, შეკეთების შემდეგ სომხეთში განაბაჟებს, სადაც რუსეთთან უბაჟო ვაჭრობა მოქმედებს, ხოლო გიუმრის გავლით მანქანები ისევ საქართველოს საზღვარს კვეთს და რუსეთში იგზავნება.

 


close დახურვა